Thursday, August 4, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის  სახელწოდება:კითხვა და საზოგადოება.
პროექტის  მთავარი  იდეა:(თემა)1–2 წინადადებით:მთავარი იდეაა გამოკვლევა იმისა ,თუ საზოგადოების რა ნაწილი კითხულობს წიგნს გრძნობით.
პროექტის  აქტუალობა:პროექტი იმითი არის აქტუალური რომ,კითხვა და წერა სწავლის ყველაზე ძლიერი საყრდენებია,არა მხოლოდ მშობლიური ენისა და ლიტერატურის,არამედ ნებისმიერი საგნის პროგრამაში.მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიებისა და ინტერვიუს აღების უნარ–ჩვევები.გაიუმჯობესებენ ჯგუფთან მუშაობის უნარებს,გახდებიან კომუნიკაბელურები.
პროექტის  მიზნები:პროექტის მიზანია მონაწილე მოსწავლეებში კითხვის გრძნობით აღქმის განვითარება.გააზრებული კითხვის,ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარება.ზოგადი დასკვნების ჩამოყალიბება კითხვის ფენომენის შესახებ.განუვითარდებათ წარმოსახვა,გემოვნება,კრიტიკული აზროვნება და მშვენიერების განცდა.
მონაწილეთა  ასაკი:12–18 წელი.
ვადები::  ხანგრძლივობა:2–3 თვე.
მოსალოდნელი  შედეგები-პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:პროექტში მონაწილე მოსწავლეები შეძლებენ ალბომების, ბუკლეტების და ბლოგის შექმნას.
პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები:საინფორმაციო ტექნოლოგიები,ჩაწერისათვის საჭირო მასალები.
პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები):თემის არჩევის შემდეგ მოვიშველიე გერმანელი მწერლის გოეთეს გამიონათქვამი"არსებობს სამი სახის მკითხველი:–ის, ვინც განსჯის გარეშე ტკბება;–ის,ვინც ტკბობის გარეშე მსჯელობს;–ის,ვინც ტკბობისას მსჯელობს და მსჯელობისას  ტკბება".გაიმართა დისკუსია,გამოიკვეთა სამი მოსაზრება,რის საფუძველზეც შეიქმნა სამი ჯგუფი,ჯგუფებსი არჩეული იქნა ლიდერები და ჯგუფის ყველა წევრზე განაწილდა დავალებები.მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ ინტერვიუებისთვის შეადგინეს შემდეგი კითხვები:გიყვართ თუ არა კითხვა?თქვენი აზრით რატომ უნდა კითხულობდეს ადამიანი?გოეთეს გამონათქვამის მიხედვით მკითხველის რომელ სახეს განეკუთნებით?შეფასების დროს ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა აქტივობას ,მათ მიერ შესრულებული დავალებების შესაბამისად.ვადგენ შეფასების რუბრიკას.
საგნებთან  /საგნობრივ  ჯგუფებთან/  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):გულთამზე ბენდელიანი
ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:gultamzebendeliani@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:gultamzebendeliani.blogspot.com